ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “კვირას” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ ექიმებს ის უგონო მდგომარეობაში დახვდათ.
რურუა სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ნიკოლოზ რურუა 2008 წლის 10 ოქტომბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, ის საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები