ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულებს, უკრაინის მოქალაქეებს დ.კ.-ს, რ.მ.-ს, ი.ო.-ს, ი.კ.-ს, ს.კ.-ს, ა.ნ.-ს და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2018 წლის 2 დეკემბერს, ქ. თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში „გურუში“ და „ალიანსში“ დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შვიდივე ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ბრალდებულთათვის საქართველოს ს.ს.კ.-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები