ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ნოემბერში მგზავრთნაკადი 132%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბრის თვეში 47,868 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 132%-ით მეტია (2017 წლის ნოემბერი – 20,591 მგზავრი).
რაც შეეხება ზრდას შესრულებული რეისების მიხედვით, აქაც გასულ თვეებთან შედარებით შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება. 2018 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 178 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 85%-ით მეტია (2017 წლის ნოემბერი – 96 რეისი).
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560, 254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47 %-ით მეტია (2017 წელი 11 თვე – 380, 552 მგზავრი).
რაც შეეხება შესრულებულ რეისებს, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამში 1,969 რეისი განხორციელდა, რაც 29%-თ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე ( 2017 წლის 11 თვე -1,529 რეისი).
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი წლის ბოლომდე პოზიტიურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები