6 დეკემბერს სადგურ ჭალადიდის გადასასვლელზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა“ სადგურ ჭალადიდში გეგმავს, 2018 წლის 6 დეკემბერს დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის 1 კმ-ზე, სად. ჭალადიდში დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ფენილის შეკეთების სამუშაოების წარმოებას.
სამუშაოების განსახორციელებლად, საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის მე-17 კმ-ზე, რა დროსაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ქვალონი-ჭალადიდის მე-17 კმ-ზე, არსებული გადასასვლელის გამოყენებით (ე.წ ხორგის გადასასვლელი).
საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნებიან სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები