თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
მათივე ინფორმაციით, გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ხერგიანის და დავით სარაჯიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს;
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს;
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18: საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს;
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გორგასლის, ჩხეიძის, თელეთის და გარდაბნის ქუჩების მცხოვრებლებს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, სულიკო თორთლაძის, კალანდაძის, მელქაძის, ბერძნის, მარტვილის და რუსუდან მეფისაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები