ზაზა გაბუნია სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს რეგიონების გამოწვევებსა და მიზნებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე რეფორმებზე.
შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარების, მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის საკითხებს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონების თანაბარი და უწყვეტი განვითარების პოლიტიკაზე და რწმუნებულების ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა.
„სახელმწიფო რწმუნებულები პრემიერ-მინისტრს და მთავრობას წარმოადგენენ და მნიშვნელოვანია მათიმონაწილეობა რეგიონების განვითარების საქმეში. ვფიქრობ საჭიროა რწმუნებულების როლის და შესაძლებლობებისინსტიტუციური ზრდაც, რომ მათი საქმიანობის ფორმალური საფუძვლები შესაბამისობაში იყოს არსებულ გამოწვევებთან.საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი საკანონმდებლო და კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით მზადარის ასეთი სამუშაოსთვის”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
შეხვედრას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები