ნინო ლომჯარია: მირგატ ასადოვის დაკავების გარემოებები საეჭვოა

როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მირგატ ასადოვის მხრიდან არ ხორციელდებოდა არანაირი სამართალდარღვევა, თუმცა მას შეუფარდეს ადმინისტრაციული სანქცია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის, მირგატ ასადოვის აზერბაიჯანში დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
სახალხო დამცველი თვლის, რომ სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის დაკავების გარემოებები საეჭვოა.
„ასადოვის დაკავებისთანავე ჩვენ ვიყავით ინფორმირებული, გვქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან. ამ ეტაპამდე, პირადად მე, არ მქონია შესაძლებლობა გავსაუბრებოდი მას. როცა გავესაუბრები უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. რა თქმა უნდა, დაკავების გარემოებები ჩვენთვის საკმაოდ საეჭვოა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მისი მხრიდან არ ხორციელდებოდა არანაირი სამართალდარღვევა, თუმცა მას შეუფარდეს ადმინისტრაციული სანქცია. მას შემდეგ, რაც მას შევხვდებით, უფრო მეტი დეტალები გვეცოდინება”,- განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე მირტაგ ასადოვის აზერბაიჯანში 13 ნოემბერს დააკავეს. ამ დროისთვის ასადოვი გათავისუფლებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები