როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +13, +18° იქნება; მთაში ღამით კი -1, +4°, დღისით +9, +14°; მაღალ მთაში ღამით -6, -1°, დღისით +3, +8°.
„აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°,ზოგან -3°-მდე, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -7,-2°, დღისით 0, +5°,ზოგან +9°-მდე“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მოიმატებს, თუმცა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +3°, დღისით კი +12° იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები