თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ღრმაღელეს, გვაზაურის და გუდამაყრის ქუჩების მცხოვრებლებს.
ამავე მიზეზით, დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ხოლო გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის, ზესტაფონის და თევდორე მღვდლის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდნის რაიონში, საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II და VIII მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას და შევჩენკოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ნიკოლაძის, ქიაჩელის, მელიქიშვილის, ახვლედიანის და ვაშლოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. „თელასის“ განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები