მამუკა ბახტაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

მაქვს ბედნიერება, ებრაელ ხალხს მივულოცო ხანუქას დღესასწაული. ეს დღე ებრაელი ხალხისთვის გამარჯვების სიმბოლოა, – ასე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობას იუნესკო მალე აღიარებს არამატერიალურ ძეგლად.
„მაქვს ბედნიერება, ებრაელ ხალხს მივულოცო ხანუქას დღესასწაული. ეს დღე ებრაელი ხალხისთვის გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღეს, როცა ებრაელი ხალხი ანთებს სანთელს, ესაა სიმბოლო, რომ არსებობს იმედი.
ჩვენი ხალხის ძმობა ითვლის 26 საუკუნეს. ეს არის სრულიად უნიკალური შემთხვევა. ჩვენს მეგობრობას იუნესკო იმედია, მალე აღიარებს არამატერიალურ ძეგლად. ეს მეგობრობა ამას ნამდვილად იმსახურებს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები