მურმან დუმბაძე: დღევანდელი მიტინგი არ არის ორგანიზებული, ეს მინიმიტინგია რუსთაველზე

“ეს არის თვითდინებით მოსული მოსახლეობა, უბრალოდ, ფილარმონიის გამოტანა გარეთ, მინიმიტინგი რუსთაველის ქუჩაზე”, – ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საიდუმლოს გეტყვით: დღევანდელი მიტინგი არ არის ორგანიზებული. ორგანიზებული მიტინგის შემთხვევაში, რუსთაველი კი არა, მთელი საქართველო გამოვა გარეთ. მიტინგი არ არის ორგანიზებული, ეს არის თვითდინებით მოსული მოსახლეობა, უბრალოდ, ფილარმონიის გამოტანა გარეთ, მინიმიტინგი რუსთაველის ქუჩაზე, მეტი არაფერი“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში მომხმარებლები აზიარებდნენ ფოტო და ვიდეომასალას, სადაც მკაფიოდ ჩანდა მიკროავტობუსები, რომლითაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მხარდამჭერები რეგიონებიდან ჩამოიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები