მალხაზ მაჩალიკაშვილის მორიგი მუქარა – “ვინც სისხლით მოვიდნენ, სისხლით უნდა გავაცილოთ” (ვიდეო)

“ღმერთმა მოგვცეს იმის შნო, მართლა დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც დღეს სისტემაში არიან და სისხლისმსმელები არიან”, – ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის აქციაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციის მონაწილეებს. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება სისხლით მოვიდა და სისხლითვე უნდა გავაცილოთ.
“მე იმ დღის მეშინია, როცა თემირლანის მკვლელობიდან ერთი წელი გავა – ვაითუ, არ დაისაჯონ მკვლელები. მე აქ დღემდე თქვენი იმედით მოვედი, დღეს რომლებიც აქ დგახართ. არა იმ ადამიანების იმედით, რომლებმაც აიარ-ჩამოიარეს აქ და მე ვიტყოდი, მართლაც იმ ადამიანებს ნაკლებად ჰქონდათ ნამუსი, მაგრამ იმას არ ვიტყვი, რომ იმათაც ნამუსი ან სინდისი არა აქვთ. ღმერთმა მოგვცეს იმის შნო, მართლა დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც დღეს სისტემაში არიან და სისხლისმსმელები არიან, ვინც სისხლით მოვიდნენ და ვინც სისხლით უნდა გავაცილოთ”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები