კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში ხვალ გამოიკითხება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა გამოკითხვაზე მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყება ასკურავას დღეს დაუკავშირდა და მან განაცხადა, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენების მიცემას ხვალ შეძლებს.
მთავარ პროკურატურაში ლანჩხუთის საკრებულოს წევრი 12:00 სთ-ზე გამოცხადდება. კახა ასკურავას ინფორმაციით, მან დღეს ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები იპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები