ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს – დაკავებულია უკრაინის შვიდი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია უკრაინის შვიდი მოქალაქე.
“თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულია უკრაინის 7 მოქალაქე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს”, -აცხადებენ უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ლიხაურის ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ, დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო – ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები