გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში უკრაინის 5 მოქალაქე დააკავეს, დაკავებულებს შორის სავარაუდოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროცაა

გამთენიისას, ლიხაურის ქუჩაზე, სპეცრაზმმა და სამართალდამცველებმა უკრაინის 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებულები ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ, დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები