შსს-მ სოფელ დიღომში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ სოფელ დიღომში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. უწყების განმარტებით, აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, გაზის მილმა გამოიწვია.
„შს სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, თბილისში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში, სავარაუდოდ, გაზის მილის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აფეთქების შედეგად, სხეულის დაზიანება ხუთმა მოქალაქემ მიიღო. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ დიღომში აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები