აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა.
„საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.
ქალბატონო სალომე გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტობის პოსტზე არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ჩვენი ქვეყნებს შორის ურთიერთნდობასა და ხარდაჭერაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის უფრო განმტკიცებისა და ამის შემოდგომაც თანამშრომლობის ყველა სფეროს წარმატებით მიმართულებით.
გისურვებთ, მტკიცე ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, მოძმე ქართველი ხალხის კეთლიდღეობისადმი მიზანმიმართულ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში მსურს გისურვოთ წარმატებები“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები