ლარი 0.0152 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0152 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.6744 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6896 ლარი ღირდა.
0.0143 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0400 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0543 ლარი იყო.