დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში უშანგი ხუმარაშვილის საუბილეო გამოფენა გაიხსნება

4 დეკემბერს, 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, უშანგი ხუმარაშვილის საუბილეო გამოფენა – „უშანგი ხუმა 70“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის როგორც ადრეული, ისე უახლესი ნამუშევრები, მისი შემოქმედების ერთგვარი რეტროსპექტივა.
უშანგი ხუმარაშვილი 1948 წელს დაიბადა. სწავლობდა აპლონ ქუთათელაძის თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის განხრით. მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. აღსანიშნავია, რომ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 1994 წელს სწორედ ეროვნულ გალერეაში შედგა. რის შემდგომაც მხატვრის გამოფენები რეგულარულად იმართება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მხატვარი არაერთი საერთაშორისო პროექტის, ფესტივალისა და ბიენალეს მონაწილეა.
მისი მხატვრული ტრადიციები კლასიკურ ავანგარდს წარმოადგენს. მძიმე საბჭოური მემკვიდრეობა და სოცრეალიზმი მხატვრის შემოქმედებას ჩაკეტილ სივრცეში ამყოფებდა. მხატვრობის ძირითადი ეტაპი 1970-80-იანი წლებიდან იწყება, რამაც უშანგი ხუმარაშვილი ექსპრესიულ აბსტრაქციონისტად ჩამოაყალიბა.
გამოფენა   2019 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები