„ბილტმორში”, სამეცნიერო კონფერენცია „სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისთვის გაიმართება

სასტუმრო „ბილტმორში“ სამეცნიერო კონფერენცია „სწავლა-სწავლება უწყვეტი განათლებისთვის” გაიმართება. კონფერენცია 1 დეკემბერს 10:00 საათზე დაიწყება. ის მეორედ ტარდება და მისი მიზანი სხვადასხვა სკოლასა და უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევითი სამუშაოების თავმოყრაა.

დღის განმავლობაში მეცნიერ-მკვლევარებს საშუალება ექნებათ მოახდინონ მიღწეული შედეგებისა და გამოცდილების გაზიარება. მათთვის სპეციალურ მოხსენებას საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეული მეცნიერები, სტუდენტები და მაგისტრები გააკეთებენ.

პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საინფორმაციო საგანმანათლებლო რესურსების ჟურნალ „მასწავლებლის“, ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ს და სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „განათლების მეცნიერების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კონფერენციის ფორმატი ასევე საორგანიზაციო კომიტეტის მიერ მოწვეული მეცნიერების პლენატულ მოხსენებას, სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეულ მოხსნებებსა და პოსტერულ მოხსენებებს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები