თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, დიდუბის რაიონში საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, დიღმის მასივის II, III, IV კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის, რობაქიძის, გიორგი ტერევერკოს, ჭიაურელის, ჩაჩავას, მიქელაძის და ვანის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელ დიღმის (ჩალისპირების) და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ღრმაღელეს, გვაზაურის და გუდამაყრის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის IIIა, III მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, II ხეივნის, შავიშვილის, ვლადიმერ წითლანაძის, გულუას და ათონელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები