ავარია ავტობანზე – არიან დაშავებულები
ავტობანზე, კასპი-მცხეთის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
“კვირას” ინფორმაციით, “ტოიოტას” მარკის ავტომობილი, რომელიც თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).