18 წლის გოგოს, რომელიც ავტომანქანით ლისის ტბაზე წლინახევრის ბავშვს დაეჯახა, ბრალი წარუდგინეს
18 წლის გოგოს, რომელიც ავტომანქანით ლისის ტბაზე წლინახევრის ბავშვს დაეჯახა, ბრალი წარუდგინეს.
არსებული ინფორმაციით, ლისის ტბაზე ავტოავარია ორი დღის წინ მოხდა. წლინახევრის ბავშვი და-ძმასთან და მამასთან ერთად ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ბორდიულზე სეირნობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ავტომანქანის მძღოლს ბრალი 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.