თბილისში „სვოჩის“ მაღაზია გაქურდეს

თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე „სვოჩის“ მაღაზია გაქურდეს.
წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების საათები და აქსესუარებია წაღებული.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები