მიხეილ თამარაშვილის დაბადებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის წარდგენა გაიმართება

4 დეკემბერს, 16:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მ. თამარაშვილის საარქივო კოლექციიდან დოკუმენტების, ფოტომასალის, თამარაშვილის ბიოგრაფიული და სამოღვაწეო მასალის, წიგნების, უცხოელ და ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან მიმოწერის და სხვა ორიგინალი საბუთების გამოფენა. გარდა ამისა, საგანგებოდ იქნება წარმოდგენილი ქრისტეფორე კასტელის მიხეილ თამარაშვილისეული ალბომი. ასევე, დაგეგმილია საგანმანათლებლო აქტივობა სახელწოდებით: „მიხეილ თამარაშვილი – ტოლერანტობის ისტორიისათვის საქართველოში“, რომელიც განკუთვნილია საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
მიხეილ თამარაშვილის, როგორც ისტორიკოსის ჩამოყალიბება ორ ძირითად საწყისს ემყარება: სამშობლოს კონკრეტულ საჭიროებას (ქართველ კათოლიკეთა კითხვა) და ეთნოგენეზური ძიებით გატაცებას. თამარაშვილის სახელს უკავშირდება ისეთი გამოცემები, როგორებიცაა: „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“, „პასუხად სომხის მწერლებს, რომლებიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას“ და „საქართველოს ეკლესიის ისტორია“, შესრულებული ფრანგულ ენაზე. სწორად ამ ნაშრომმა გამოხმაურება ჰპოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. დროის განმავლობაში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება თამარაშვილის, როგორც მეცნიერის, ნაშრომებს. ის უანგარო სამსახური, რომელიც
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის ქართული ხელნაწერების უდიდესი საცავი მსოფლიოში და სწორად აქ ინახება მიხეილ თამარაშვილის ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ორიგინალი საბუთები, მასალები, ნაშრომები, წერილები და ა.შ.
მის.: მერაბ ალექსიძის ქუჩა, N1/3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები