„კანალიზაციის მილიდან ვირთხები ამოდიან და „დასეირნობენ“ – მარტოხელა დედა სამ შვილს გაუსაძლის პირობებში ზრდის
აფხაზეთიდან დევნილი მარტოხელა დედა ვიოლა კირცხალია სამ შვილს გაუსაძლის პირობებში ზრდის. ბავშვებს არ ჰყოფნით საკვები, ხშირად შიმშილობენ, ავადმყოფობენ, არ აქვთ თბილი ტანსაცმელი. 31 წლის ვიოლა სასოწარკვეთაშია და დახმარებას ითხოვს!
„ვცხოვრობ ნაქირავებ ბინაში, ყოველთვიურად 200 ლარს ვიხდი, სოციალური შემწეობა თითქმის ქირის დაფარვაში მიდის… აქ აუტანელი პირობებია, მაგრამ რა უნდა ვქნა? სად წავიდე? ოთახში კედლები დაბზარულია, ხოლო კანალიზაციის მილიდან ვირთხები ამოდიან და „დასეირნობენ“. შიშისგან ღამეები არ გვძინავს. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ღამით საწოლში ვირთხას გავუღვიძებივარ. დილით რომ ავდგები, ოთახი სავსეა ვირთხების ექსკრემენტებით. ძალიან მეშინია, რაიმე ინფექცია არ შემოიტანონ და გადასდონ ბავშვებს“, – ამბობს ვიოლა.
ყველაზე უფროსი – ანასტასია, 9 წლის არის, ილია – 7 წლის, ხოლო ევა – წლინახევრის. ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, რადგან ოთხში ცივა, მარტოხელა დედას კი არც გათბობის ფული აქვს და არც წამლების საყიდელი.
„ვრეცხავ ცივ წყალში ხელით და უკვე რევმატიზმი მაწუხებს… არ ვიცი, როგორ გავუძლებთ ამ ზამთარს, როგორ გამოვალთ ამ უკიდურესი გაჭირვებიდან?! მე კეთილი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს“, – ამბობს ვიოლა კირცხალია.
„მეგობრებო, ამ ოჯახს ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. მოდით, გავუწოდოთ ამ ბავშვებს დახმარების ხელი. ვიოლას თქმით, მათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები და გაზქურა ესაჭიროებათ! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კირცხალიების ოჯახი), ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/386-kirckhalia/?fbclid=IwAR3fHDONzNAn6UFb73L9O62uzis8PvF4vq_eweopjSajwlXJAEm15dDSpIc “,- აცხადებენ ფონდში.
R