სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდელი მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ.
ისინი ამ წუთებში პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის წინ არიან შეკრებილები და სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურში გასვლას სიმღერის ფონზე “ჩემი საქართველო აქ არის” აღნიშნავენ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი უბნების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და “ძალა ერთობაშია” წევრი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდა.