გოგა ხაინდრავა: თაიგული სალომე ზურაბიშვილს, ვენოკი კი „რუსთავი 2“-ს

„თაიგული სალომე ზურაბიშვილს, ვენოკი კი „რუსთავი 2“-ს, კურიერი არის ირაკლი ოქროუაშვილი და მოგიტანთ“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
გოგა ხაინდრავა დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბში მივიდა და სალომე ზურაბიშვილს გვირილების დიდი თაიგული მოუტანა.
„ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ქართულმა ღირსებამ, ქართულმა სულმა და ხვალინდელმა დღემ გაიმარჯვა, ვერასოდეს „ჩეკისტები“ ვეღარ გაიმარჯვებენ, ვეღარასოდეს დაბრუნდება საბჭოთა კავშირი, ეს თაიგული საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმაქვს, „რუსთავი 2“ -ს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გული რომ არ დაწყდეს, ვენოკი მაქვს შეკვეთილი, კურიერი არის ირაკლი ოქრუაშვილი და ის მოგიტანთ პირდაპირ ადგილზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები