“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები მარტვილის მოსახლეობას შეხვდნენ

“არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები მარტვილში მოსახლეობას შეხვდნენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კუკავამ და მამუკა კაციტაძემ ადგილობრივებს, მარტვილის რაიონში წარდგენილ კანდიდატებთან ერთად, ბლოკის სამოქმედო გეგმა და პროგრამა გააცნეს.
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” მთავარ პრიორიტეტს სოციალური პროგრამების დაფინანსება, მოსახლეობის დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს. “ყოველივე ეს ქვეყანაში საშუალო ფენის წარმოშობას და ქართული ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს. ამასთანავე, უმთავრესი, რასაც “არასაპარლამენტო ოპოზიცია” გამარჯვების შემთხვევაში ისახავს მიზნად, არსებული მმართველობის სისტემის შეცვლაა”, – აღნიშნულია “არასაპარლამენტო ოპოზიციის” განცხადებაში. მარტვილის მოქალაქეები შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ და “არასაპარლამენტო ოპოზიციას” არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვეს. ლიდერები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები