თბილისში მოქალაქეების ყველაზე მეტი აქტივობა ვაკეში დაფიქსირდა

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, თბილისის მასშტაბით, ამომრჩევლების ყველაზე მეტი აქტიურობა ვაკეში დაფიქსირდა.
ცესკოს ცნობით, 15:00 საათის მონაცემებით, ვაკეში ამომრჩევლების 40.2% მივიდა.
მეორე ადგილზე აქტივობით დიდუბის ოლქი გამოირჩევა, სადაც ამომრჩევლების 40.1%-მა მისცა ხმა, მესამე ადგილზე კი აქტიურობით საბურთალოს ოლქი 39.6%-ით ლიდერობს.
ყველაზე დაბალი მაჩვენებლით კი ისნის საარჩევნო ოლქი გამოირჩევა, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 33.4% მივიდა.
საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საქართველოში მდებარე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 20:00 საათამდეა შესაძლებელი, საზღვარგარეთ მდებარე უბნებზე კი ხმის მიცემის პროცედურა 00:00 საათზე შეწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები