გიორგი გახარია: საქმის კეთების დრო მოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მთაწმინდაზე, N5 უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და საქმის კეთების დრო მოვიდა.
„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას, ხვალინდელ დღეს. ცოტა არ იყოს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. ეს დროში გაჭიანურდა და მოგვენატრა რეალური, ყოველდღიური მუშაობა, რომელსაც ხვალიდან შევუდგებით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები