მკვლელობა ქობულეთში – 46 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს
ქობულეთში, ჩაისუბანში მკვლელობა მოხდა. 46 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
„კვირას“ ინფორმაციით, გავრცელებული ცნობა, რომ მამაკაცის მკვლელობა საარჩევნო უბანთან მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამავე წყაროს ინფორმაციით, დანაშაულამდე, მამაკაცი საარჩევნო უბანზე არც კი მისულა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 108 -ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.