ირაკლი ღარიბაშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და ჩვენი მოქალაქებიის თავისუფლებას

ვაკის მე-11 საარჩევნო უბანზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„ ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას. ეს არის ჩვენი მოქალაქეების და ხალხის მთავარი მონაპოვარი და ამ მონაპოვარს სჭირდება დაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა მიიღებს სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ასეთ დროს, საჭიროა სიბრძნე. მე ამის მჯერა და მჯერა ჩვენი ხვალინდელი დღის. მე ვფიქრობ, რომ დესტრუქციული ძალის – რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ არაერთგზის გამოსცადა მრავალის წლის განმავლობაში – ეს მცდელობები შეიძლება იყოს, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო მტკიცედ დგას და ყველაფერი ჩაივლის მშვიდობიანად. მე დღეს დავაფიქსირე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები