ოპოზიციის ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი მოქალაქე სიაში იყო, სიცრუე აღმოჩნდა – “კვირამ” 87 წლის მამაკაცი სახლში მოინახულა

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ გორის 32-ე საოლქო საარჩევნო ოლქის 22-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის სიაში გარდაცვლილი ადამიანი ფიქსირდებოდა, სიცრუე აღმოჩნდა.
“კვირამ” 87 წლის მამაკაცი სახლში მოინახულა.
“გორის 32-ე საოლქო საარჩევნო ოლქის 22-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის სიაში გარდაცვლილი ადამიანია და ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობს”, – განაცხადეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
თუმცა “კვირამ” ოპოზიციის მიერ დასახელებული მოქალაქის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეძლო და გაირკვა, რომ 87 წლის ავთანდილ მაისურაძე საკუთარ სახლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები