გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა – “საქართველოს ფუჭად დასახარჯი დრო მეტი აღარ აქვს”

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი ქუთაისის საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა.
საარჩევნო უბანზე იგი მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
​როგორც მან განაცხადა, საქართველოს ფუჭად დასახარჯი მეტი დრო აღარ აქვს.
“უპირველეს ყოვლისა, დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები, ვინც 1990 წლიდან, კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ სვეტზე იყოს დაფუძნებული სახელმწიფო, თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება – ეს ადამიანები მოვლენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს, იმიტომ რომ საქართველოს უაზროდ, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი აღარ აქვს”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები