“ყველა საარჩევნო კომისია საზღვრებს გარეთ უზრუნველყოფს, რომ ყველა მოქალაქემ განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლება”

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესის ხანგრძლივობა საზღვარგარეთის უბნებზე ღამის 12:00 საათამდე არის გაზრდილი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესის ხანგრძლივობა საზღვარგარეთის უბნებზე ღამის 12:00 საათამდე არის გაზრდილი. ყველა საარჩევნო კომისია საზღვრებს გარეთ, უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განახორციელონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს.
არჩევნების მეორე ტურისთვის საზღვარგარეთ გახსნილი ყველა უბანი ადგილობრივი დროით, ღამის 12 საათამდე იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები