ბიძინა ივანიშვილი: ექსცესების მცდელობების მიუხედავად, ობიექტურად შეფასდება დღევანდელი არჩევნები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი ოჯახის წევრებთან ერთად დააფიქსირა.
„მცდელობები იქნება, რა თქმა უნდა, მისგან, ვისი ხელწერაც არის ეს და ვინც დააფუძნა მსგავსი ექსცესები. კარგად იცით თქვენ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, უცხოელები გაოგნებულნი არიან იმ ფაქტით, რომ გარკვეული მედიასაშუალებებიდან ბევრი სიცრუე ისმის.

„თუმცა მობილიზება მეორე მხრიდანაც არის ძალიან კარგი და ნახეთ თქვენ, რომ პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში ღირსეულად უპასუხა „ქართულმა ოცნებამ“. ასევე მოხდება დღესაც, მცდელობები იქნება ძალიან დიდი. უამრავი სიცრუე იყრება „რუსთავი 2“-ის მხრიდან, სირცხვილია, უცხოელები არიან გაოგნებული. უამრავი სიცრუე მოდის ტელევიზიებიდან. 10-დან 9 შემთხვევაში, გაჟღერებული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ზე არის სიცრუე, მაგრამ მობილიზება  მოსახლეობის არის მაღალი. დამკვირვებლებიც კარგად გაერკვნენ, ჩემი სამეგობროც არის კარგად მობილიზებული, არასამთავრობოებიც სწორ განწყობაზეც დგანან და ობიექტურად შეფასდება დღევანდელი არჩევნები. ძალიან დიდი სურვილია იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლეს ისტორიაში, რომ ჩვენ ვართ განათლებული, ღირსეული და კულტურული ერი. ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და უნდა ვამხილოთ ის უკულტურობა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სჩადიან“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები