ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება, ყველას მოვუწოდებ აქტივობისკენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი ვაკის 53-ე საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა. მან მოსახლეობას აქტივობისკენ მოუწოდა, რადგან საბოლოო შედეგის პასუხი მაქსიმალურად სწორი იყოს.
„მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი წარსულს ჩააბარა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება. ყველას აქტივობისკენ მოვუწოდებ, რადგან პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ნეგატიურმა ძალამ საკმაოდ მაღალი შედეგი მიიღო. თუ მაღალი აქტივობა იქნება, ამ შეთხვევაში პასუხიც მაქსიმალურად სწორი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები