ლანჩხუთში მოქალაქის არასწორი ხელმოწერის გამო რეგისტრატორს ახსნა-განმარტების დაწერა მოუწია

 

ლანჩხუთის საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა მოქალაქემ რეგისტრაციის დროს ხელი შეცდომით სხვა გრაფაში მოაწერა, რის გამოც რეგისტრატორს ახსნა-განმარტების დაწერა მოუწია.
ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 18 236 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ დროის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 381 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რომლებმაც უკვე გააკეთეს არჩევანი.
შეცდომა დაფიქსირდა ოზურგეთში, დვაბზუს 25-ე საარჩევნო უბანზეც. რეგისტრატორმა მოქალაქე კაბინაში ხმის მისაცემად ხელმოწერის გარეშე შეუშვა.
არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ჩოხატაურშიც. ამ დროის მონაცემებით, 29 254 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 2 217-მა მოქალაქემ უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები