მცხეთის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 10 საათის მონაცემებით, 8.89% შეადგინა

მცხეთის საოლქო საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, რობერტ აზარაშვილმა „კვირასთან“ საუბარში მიმდინარე საარჩევნო პროცესი შეაფასა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მცხეთის საარჩევნო ოლქის უბნებზე პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„სულ გვაქვს 46 საარჩევნო უბანი, სადაც 44 719 ამომრჩეველია. 10 საათის მდგომარეობით აქტივობა 8.89%-ს შეადგენს, რაც შეეხება საჩივრებს, შემოსულია მხოლოდ ერთი საჩივარი“,- აღნიშნა რობეტ აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები