პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ათი საარჩევნო უბანი  დილის 08:00 საათიდან გაიხსნა.
როგორც „კვირას“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან, საკუთარ არჩევანს გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირებენ.
„საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დააკვირდებიან. სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს“,- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები