სალომე ზურაბიშვილი დღეს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა – ფოტოკოლაჟი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა.
ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე
სამების საკათედრო ტაძარში მყოფ პრეზიდენტობის კანდიდატებს – სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ სჯერა, ისინი ღირსეულად შეხვდებიან როგორც გამარჯვებას, ისე დამარცხებას:
„ჩვენ ბენდიერი ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წმინდა სამების ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც. მაგრამ მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს ის არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უდნა იყოს გამარჯვებული. წმნინდა გიორგი დაგეხმარებათ“,-ბრძანა პატრიარქმა.
მან პრეზიდენტობის კანდიდატებს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები