იუმორისტ დავით როსტომაშვილის ჯგუფურად ყაჩაღობის საქმის ერთ-ერთი მსჯავრდებული გათავისუფლდა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის გადაწყვეტილებით, მსახიობ და იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებული, ზურაბ ქუთელია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ „კვირას“ მსჯავრდებულის ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განუცხადა.
როგორც ბარდაველიძე აცხადებს, მათ სასამართლოში ახალი მტკიცებულება წარადგინეს, რომელიც საქმეში ქუთელიას ბრალეულობას გამორიცხავს.
მისივე თქმით, სასამართლო კოლეგიამ მანუჩარ კაპანაძის თავმჯდომარეობით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზურაბ ქუთელია პირდაპირ დარბაზიდან გაეთავისუფლებინა.
დანარჩენი ორი მსჯავრდებულის, ბექა კირვალიძისა და არტემ აგაჯანოვის მიმართ განაჩენი უცვლელად დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ მსახიობ და იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულები ბექა კირვალიძე და ზურაბ ქუთელია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ დამნაშავედ სცნო ყაჩაღობაში და სასჯელის სახით 10 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, არტემ აგაჯანოვს, მას მოსამართლემ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები