თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე კაფე „სტრადასთან“ შეიარაღებული თავდასხა მოხდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და თითქმის მთელი მჭიდი დაცალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა რურუას თქმით, დაჭრილმა სასწრაფო დახმარების ექიმების გამოძახებაზე უარი განაცხადა და მას დახმარება კაფეშივე აღმოუჩინეს. ნიკა რურუას ინფორმაციით, დაზარალებულს მიპარვით ესროლეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.  უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები