სალომე ზურაბიშვილი: ვუცხადებ სრულ სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოს და მოსახლეობას

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
“ვიმყოფები ენგურთან, საოკუპაციო ხაზთან და აქედან კიდევ უფრო შემაშფოთებელია უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გადადგმული კიდევ ერთი აგრესიული ნაბიჯი. საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა ემუქრება პირველ რიგში უკრაინის სუვერენიტეტს, თუმცა არა ნაკლებად რეგიონის უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ვუცხადებ სრულ სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოს და მოსახლეობას, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები უპასუხოდ არ დატოვებენ რუსეთის გამოწვევას, რამეთუ შავი ზღვის უსაფრთხოება, რეგიონის სტაბილურობა, უკრაინის სუვერენიტეტის და მშვიდობის შენარჩუნება მათი ინტერესიც და პასუხისმგებლობაა”,- წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები