ირინა პოპიაშვილი: შეხვედრები ციკლიდან: „საუბრები ხელოვნებაზე“

   30 იანვარს, 19 საათზე, მწერალთა სახლი ციკლიდან: „საუბრები ხელოვნებაზე“ ირინა პოპიაშვილთან შეხვედრას აწყობს. საუბრის თემაა „ინდივიდუალური მითოლოგიები, არტ- სამყარო და არტ-ინდუსტრია.“ ირინა პოპიაშვილი გამოფენებს თბილისსა და ნიუ – იორკში მართავს. ახლო წარსულში თბილისის სახელმწიფო აკადემიის რექტორი იყო, ამჟამად კი,- თავისუფალ უნივერსიტეტში ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელია. ირინა პოპიაშვილი ნიუ-იორკის ნიუმან-პოპიაშვილის გალერიის, ასევე თბილისში არსებული საჯარო ხელოვნების სივრცის “Popiashvili Gvaberidze Window project“ -ის დამფუძნებელი და თანამფლობელია. იყო არა ერთი გამოფენის კურატორი როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ბევრ სხვადასხვა გალერეაში, მათ შორის იყო 1999 და 2003 წლებში ვენეციის ბიენალეს ქართული პავილიონის ორგანიზატორიც. შეხვედრაზე განიხილება თბილისში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანების ინდივიდუალური მითოლოგიები და მათი საზოგადოებისთვის წარდგენის აუცილებლობა, ასევე – ამერიკელი და ევროპელი ახალგაზრდა ხელოვანების ინდივიდუალურ მითოლოგიები და მათი მოღვაწეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები