ზურაბ შამათავამ პოლიციის განყოფილება დატოვა (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორმა, ზურაბ შამათავამ, რომელიც სამართალდამცველებმა გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, პოლიციის შენობა ადვოკატთან ერთად დატოვა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, რომ მოქალაქე ზ.შ. არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყეს. პოლიციამ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოქალაქე ზ. შ. გადაამოწმა, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტი არ დადასტურდა. სამართალდამცველებმა ზ.შ. ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხეს, რის შემდეგაც მათ პოლიციის შენობა დატოვეს“, – განუცხადეს „კვირას“ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები