შსს: ზურაბ შამათავა უკანონო იარაღის ტარების თაობაზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე გადამოწმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორი ზურაბ შამათავა უწყებაში შესული ინფორმაციის საფუძველზე გადამოწმდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მათ აცნობეს, რომ შამათავა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.
„შემოვიდა შეტყობინება, რომ აღნიშნული პირი გადაადგილდებოდა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპერატიულად დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. ამ გამოძიების ფარგლებში, მოხდა აღნიშნული პირის გადამოწმება, თუმცა გადამოწმებისას, ფაქტი არ დადასტურდა. შამათავა ამჟამად იმყოფება პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვის მიზნით, ადვოკატთან ერთად“, -აცხადებენ შსს-ში.
როგორც ხობიდან “კვირას” ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება, შამათავასთან ერთად, გამოკითხვაზე კიდევ სამი პირი გადაიყვანეს, რომლებმაც პოლიციის განყოფილება უკვე დატოვეს.
ზურაბ შამათავას ხობში დაკავების შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის სამეგრელოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მურთაზ ზოდელევამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები