„ჩვენ დაცვის პოლიციელს უფლებამოსილება შევუჩერეთ და საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადავეცით“

„ჩვენ დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რადგან ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, უფლებამოსილება შევუჩერეთ და საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადავეცით“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ონში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაჭრის შესახებ განაცხადა.
„რაც შეეხება ონის ინციდენტს, მოგეხსენებათ, რომ დაუყოვნებლივ, იმავე დღეს, მოხდა ბრალდებული პირი დააკავეს. მას მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ამ ეტაპზე, ექსპერტიზებია დანიშნული და როგორც კი იქნება შედეგები, საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ. რაც ყველაზე მთავარია, იმის გამო, რომ საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები გააჩნდა, რადგან დაცვის პოლიციის თანამშრომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ჩვენ ამ ადამიანს უფლებამოსილება შევუჩერეთ და საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადავეცით“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები