ნაციონალური მოძრაობა, “მეველეს”-ს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა

 

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ონლაინმედია “მეველე”-ს მოხალისე-ჟურნალისტების გადამღებ ჯგუფს, თავს დაესხა.

მოხალისე-ჟურნალისტების განცხადებით, ინციდენტი ენმ-ს საარჩევნო შტბაბთან მაშინ მოხდა, რა დროსაც ისინი ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ. მათივე თქმით, ანა წითლიძემ “ნაციონალური მოძრაობის” 10-მდე წევრთან ერთად მათ კუთვნილ ავტომობილს გადაადგილების უფლება შეუზღუდა.

“ჩვენ წარმოვადგენთ ონლაინ მედია “მეველეს” და გვინდოდა საარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისთვის დაგვესვა ის კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობს და დაგვენახვებინა თუ რა საფრთხეს წარმოადგენს მათი ხელისუფლებაში დაბრუნება”,- განაცხადა “კვირასთან” მეველეს მოხალისე-ჟურნალისტმა დიმა ძიმცეიშვილმა.

მოხალისე-ჟურნალისტების თქმით, ადგილზე ვითარების განსამუხტად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს, რის შემდეგაც ისინი ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ანა წითლიძის განცხადებით, ენმ-ს ოფისთან მდგარი ახალგაზრდები უკანონო გადაღებას აწარმოებდნენ.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო “მეველეს” ფეისბუქ გვერდი აქვს და აანონსებენ, რომ მალე ინტერნეტგვერდიც ექნებათ.    

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები